თვალებით სიყვარულს ჰპარავენ!ეშხიან თვალებით თვრებიან.თვალები არაფერს მალავენ.თვალები ყველაფრის მთქმელია!
გრძნობა ხომ,არ იმალება!
თვალებით ფიქრობდი,იწვოდი..
გაგყიდეს უძირო თვალებმა..
გიყვარდა?!ვიცოდი!ვიცოდი!
თვალები სევდასაც ინახავს,
სარკეა სულის და გულისაც!
მრავალი თვალები მინახავს,
ვერცერთი მალავდა გულის ხმას!
თვალები ყველაფერს ხვდებიან.
ცრემლები წმინდაა,სახე და
ცეცხლივით თვალებით,თბებიან.ძნელია,თვალებში ჩახედვა...
თვალები ყველაფერს ირეკლავს.მანძილი მიწიდან,მთვარემდი.თვალები ზარებსაც კი რეკავს.თვალები,სიცოცხლის თავდები.
თვალები იმედსაც ნერგავენ.
თვალებით,სამყაროს ჩუქნიან!
ღმერთივით ყველაფერს ხედავენ,მზესავით კაშკაშა შუქია.
სახეზე იცნობა მპარავი!
გეტყვიან,გული თუ მრთელია,
თვალები არაფერს მალავენ.
თვალები ყველაფრის მთქმელია.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев