ეჰ! რა დღეშია ქართველი სხვაგან
ემიგრანტობის იცვლება ერა
ერთდროს სამშობლო თქვენ ჩაგიხუტებთ
მთელი გულითა,მე ამის მჯერა
სამშობლო გელით ემიგრანტებო
არ დაივიწყოთ სიტყვა "ქართული"
თქვენ დაბრუნდებით,თქვენს მიწა-წყალზე
უკვე თქვენი დრო არის ჩართული
ცოტა გაუძელ,თუმცაღა ვიცი
გენატრებათ თქვენ ოჯახის სითბო
ემიგრანტო და სულით ქართველნო
მინდა ამ ლექსით,გული გაგითბო
ქალი რომელიც ემიგრანტია
და ვერ ასრულა მისი მისია
ხორცი გაყიდა,უცხოდ ნებივრობს
მხოლოდ ესეთი მეტის ღირსია
ესეთს არ ელის ჩემი სამშობლო
მხოლოდ სამშობლოს სურს ხალხი წმინდა
სულით წმინდანნო ემიგრანტებო
თქვენ სამშობლოში,დაბრუნდეთ მინდა
სულით და ხორცით წმინდა ემიგრანტს
სამშობლო ელის,ღიაა კარი
გენაცვალებით სუფთა ქართველნო
ჩამოდით! გელით სუფთა მთა-ბარი
ვიცი რომ წუხხართ საქართველოზე
მე კარგად მესმის თქვენი განცდები
ესე რომ ვწერო დაუსრულებლივ,
უსასრულობას მჯერავს გავცდები
თორნიკე ბერიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев