Предыдущая публикация
***
მიწას აყრია ტკივილი ჭირის,
როს გმირის დედას ძაძა აცვია,
თუ კაცი მოძმის გულისთვის სტირის,
ის უკვე ჩემთვის ორჯერ კაცია.
ირმის წყაროა ქალის ცრემლები,
იღვრებიან და მერე ქრებიან,
კედელი არის კაცთა ხელები,
მათი ცრემლი კი ჩანჩქერებია.
დღეს ანუგეშებს ვინ იცის, ვინ ვის,
ვინ წრფელია და ვინ თვალთ_მაქცია,
როდესაც კაცი გუწრფელად სტირის,
ის უკვე ჩემთვის ნაღდი კაცია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев