Предыдущая публикация
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე,
მონატრებიდან-მონატრებამდე,
დილის სხივიდან-შებინდებამდე.
ვიცი,ოდესმე რომ გამიხსენებ,
თბილი თითებით…
მოფერებიდან-მოფერებამდე
და გაიფიქრებ,რომ გელოდები,
ფოთოლცვენიდან-ფოთოლცვენამდე.
მე კი ვინატრებ შენს დაბრუნებას
ძველი სევდიდან-ახალ სევდამდე,
ჩემი ცრემლიდან-შენს ცრემლებამდე,
დილის სხივიდან-შებინდებამდე.
მოგონებებთან ერთად დავრჩებით,
ერთგულებიდან-ერთგულებამდე,
ერთად ვიქნებით,თუნდაც ფიქრებით,
მონატრებიდან-მონატრებამდე...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев