ლუკმაპურის საძიებლად უცხო ქვეყნებში გადხვეწილო საქართველოს ღვიძლო შვილებო, სხვადასხვა ერის და ეროვნების ადამიანეობო, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი სამშობლოს წინაშე.თქვენ, მიუხედავად,მუხლჩაუხრელი, არაადამიანური შრომის;უამრავი უძილო ღამის, ცრემლის და დამცირების ფასად, გარდა იმისა, რომ არჩენთ თქვენს ოჯახებს, საზღვარგარეთიდან დახმარების ხელს უწვდით უამრავ თანამემამულეს და ავსებთ საქართველოს ბიუჯეტს. თქვენ რომ არა, ჩვენს ქვეყანაში სოციალური გაჭირვების ნიადაგზე, ხალხი შიმშილით გაწყდებოდა,მეტიც, საქართველოს რევოლუციების ქარიშხალი წალეკდა...
დიახ, თქვენ ავსებთ საქართველოს ბიუჯეტს, ე.წ.ხელისუფლება კი,ამაგს არათუ გიფასებთ, აინუნშიც არ გაგდებთ.
ემიგრანტებო!იცოდეთ, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ეძებენ სამშობლოში თქვენი დაბრუნების გზებს....
თქვენ მანქურთებისგან გაწმენდილ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ და გპირდებით, დაბრუნდებით....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6