-----------
ევროპაში ისვენებენ მოხუცები
ნაამაგარს,ნაშრომს ტკბილად ხარჯავენ,
ზამთარს მთებში ატარებენ დიდებულად
ზაფხულში კი ზღვების გარდა სად წავლენ...
ღმერთმა მისცეთ,საკუთარი ნაშრომია
სხვისი კარგი არასოდეს მწყენია,
საქართველო მეცოდება,გატანჯული
გული კვდება-- ჩემი მაინც ჩემია!!!
მე სხვა დარდი მაწამებს და არ მასვენებს
ჩემი ქვეყნის მომავალი მატირებს,
გაჭირვების ზღვა მოასკდა საქართველის
სადაცაა გადმოხეთქავს ნაპირებს.
საცოდავად,გულსატკენად მობუზული
ერთ ლუკმისთვის ქუჩაში რომ ათევენ...
არევიათ სათვალავი შაბათ-კვირის
დღეს და ღამეს მზის ამოსვლით არჩევენ..
უკვე შიშით ვიყურები დარდიანი
წლები ხელში ფიფქებივით მადნება
დრო მოვა და მეც მეწვევა ეს ასაკი
და წინასწარ არვინ იცის რა ხდება.
თუ კაცი ხარ, ნუ დაგეწვის გულში-გული.
სად ქართველი და სად კიდევ ევროპა,
პენსიისკენ სავალ გზას კი გავუდექით,
მივალთ--თუ კი გამძლეობა გვეყოფა.
უიმედო,მიუსაფარ ხალხის ნაკადს
ნეტავ როდის ეყოლება მფარველი?
იმ დღეს,იმ დროს ნუთუ კიდევ მოვესწრებით
თავის სახლში რომ ცხოვრობდეს ქარველი?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10