პატრიარქის დარიგება დიდი მარხვისთვის.
''ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას
და ადამიანი პასუხობს ბოროტებით, რა უნდა უყო ესეთ ადამიანს?ხედავ, რომ ადამიანი ცუდს გიკეთებს, შენ უნდა დალოცო, გლანძღავს – შენ უნდა დალოცო
და ეს ყველაფერი, შენი დალოცვები შენ გიბრუნდება. აი, ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოიჩინო, რომ სიკეთე და სიწმინდე
შენ დაგიბრუნდეს. შენდობა რომ არ ყოფილიყო, პატიება რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი ადამიანი
ვერ ცხონდებოდა დედამიწაზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაწესდა შენდობის წესი. დასაწყისი დაედო ამას ეგვიპტის უდაბნოში, დიდი მარხვის წინ
ყველა ბერ-მონაზონი იკრიბებოდა მონასტერში
და ერთმანეთს სთხოვდნენ პატიებას. შემდეგ წავიდოდნენ უდაბნოში
და მთელი მარხვის დროს ლოცულობდნენ. არავინ ხედავდა, რა უჭირდათ მათ. შემდეგ იკრიბებოდნენ ერთად
და ზეიმობდნენ აღდგომის დღესასწაულს.
გაუფრთხილდით ერთმანეთს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, მშვიდობიანი აღდგომა".
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1