ეს არის წმინდა ნიკოლოზის ერთადერთი ხატი, სადაც მას ხელში უჭირავს ბავშვი.
გასაოცარია ამ ხატის ისტორია.
,,ოჯახი, ჩვილი ბავშვით, წმინდა ნიკოლოზობის დღესასწაულზე ტაძარში მიდიოდა, მათ მდინარე ნავით უნდა გადაეკვეთათ. უცაბედად, დედას ჩვილი ხელიდან გაუსხლტა და ბავშვი
წყალში ჩაუვარდა. სიბნელეში ჩვილი სწრაფად გაუჩინარდა. ბევრი ეძებეს იგი, მაგრამ ვერ იპოვეს. მთელი ღამე იტრიალეს, მკვდარი რომ მაინც ენახათ, მაგრამ ამაოდ და ტირილითა და გოდებით ფიქრობდნენ, სახლში დაბრუნებულიყვნენ თუ ტაძარში მაინც
წასულიყვნენ. ბოლოს, სალოცავში მისვლა გადაწყვიტეს.
ტაძარში გარიჟრაჟზე მივიდნენ. ეკლესია დაკეტილი დახვდათ და დარაჯის გაღვიძება მოუწიათ. დარაჯს ძალიან გაუკვირდა, ასე ადრე მისულები რომ იხილა. მათ უამბეს თავისი
უბედურება, რაც შეემთხვათ – რომ მათ დაკარგეს შვილი და დარაჯმა ტაძრის კარი გაუღოთ და სიბნელიდან მათ ჩვილის ტირილი შემოესმათ. საყდარში შესულებმა წმინდა ნიკოლოზი ხატის წინ საკუთარი შვილი იხილეს, სველი ტანსაცმლით!
წმ.ნიკოლოზმა გადაურჩინა ოჯახს თავისი შვილი და ამიტომ არის გამოსახული ხატზე ბავშვი სუდარაში გახვეული და უწოდეს ხატს "ნიკოლოზ სველი"
შეეწიოს ამ ხატის მადლი და წყალობა სრულიად საქართველოს.
ხატმწერი;ნათია მაისურაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5