წმ. ეფრემ ასური ანტიქრისტეს ბეჭედზე:
"ანტიქრისტეს ყველა თაყვანისმცემელს დადებული ექნება " ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე", მსგავსად იმისა, როგორც ძველად მონები ატარებდნენ ამოტვიფრულ ნიშნებს შუბლზე, ხოლო მეომრები ხელებზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ სწავლება ანტიქრისტეზე? იმიტომ რომ, როგორც გვაფრთხილებენ წმინდა მამები, ვინც უგულვებელყოფს ამ სწავლებას, თვლის მას ნაკლებმნიშვნელოვნად არაარსებითად ქრისტიანობაში, იგი ვერ იცნობს ანტიქრისტეს და თაყვანს სცემს მას". (მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი)
"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც სიბრძნე აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:16-18).
მრავალი ლოცვა და ცრემლი გვჭირდება, რომ რომელიმე მაინც ჩვენს შორის მტკიცე აღმოჩნდეს ცდუნებებში, რამეთუ გამრავლდება მხეცისგან მოგვრილი ოცნებები, რომ ყველა იძულებელი გახდება, მხეცის ნიშანი ატაროს (აპოკალიფსის მიხედვით, შუბლსა ან მარჯვენა ხელზე).
ამ ნიშნის მატარებელს შეეძლება საზრდოსა თუ სხვა რამ საჭიროს შეძენა და მხეცი ზედამხედველებს დააყენებს მისი განკარგულებების შესასრულებლად.
დააკვირდით მხეცის სივერაგეს და მზაკვრულ ეშმაკობას, თუ როგორ იწყებს კუჭით, რათა ადამიანი ჩავარდება რა მძიმე მდგომარეობაში საკვების უქონლობის გამო, იძულებული გახდეს, მიიღოს ბეჭედი (მხეცისა) ანუ ავად სახსენებლი ნიშანი არა ნებისმიერ ასოზე სხეულისა, არამედ სწორედ მარჯვენა ხელსა და აგრეთვე შუბლზე, რათა ამ ადამიანს უკვე აღარ ჰქონდეს საშუალება, გამოისახოს ჯვარი, შუბლზე კი აღიბეჭდოს უფლის წმინდა სახელი ანუ დიდებული და პატიოსანი ჯვარი ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, რამეთუ უწყის უბედურმა, რომ უფლის ჯვრის გამოსახვა არღვევს მთელ მის ძალას. ამიტომაც ადებს მარჯვენა ხელზე თავის ბეჭედს, რამეთუ სწორედ ეს ხელი გამოსახავს სხეულის ყველა ასოზედ ჯვრის ნიშანს.
მსგავსადვე ამისა, შუბლიც, როგორც ლამპარი, მაღლად ატარებს სინათლის მანათობელს (მომასწავებელს) მხსნელისა ჩვენისა. მხეცი ამ საშინელებას იმისთვის მიმართავს, რათა უფლისა და მაცხოვრის სახელი სულაც არ იხსენიებოდეს, თრთის და ეშინია რა ჩვენი მაცხოვრის წმიდა ძალისა; რამეთუ ვინც არ იქნება მხეცის ნიშნით აღბეჭდილი, მას ვერც დაატყვევებს მისი წარმოსახვითი ცრუსასწაულები.
ყველა ვინც მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს და თაყვანს სცემს მას, ვითარცა სახიერ ღმერთსა, მოკლებული იქნება სასუფევლიდან და გველთან ერთად შთაგდებულ იქნება გგენიაში.
მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, უფალი თავისი მოწყალებით წარმოგზავნის ელია თეზბიტელს და ენუქს, რათა მათ კაცთა მოდგმას აუწყონ ღვთისმოსაობა. ისინი კადნიერებით, ყველას უქადაგებენ ღვთისმეცნიერებას. ასწავლიან, რომ შიშის გამო არ ერწმუნონ მტანჯველს და ამგვარად ეტყვიან: “ჰოი კაცნო, ეს თვალთმაქცობაა! არავინ იოტისოდენადაც კი არ ერწმუნოთ, ნურვინ დაემორჩილებით ღვთისმბრძოლს, ნურავის მოგგვრით შიშს, რამეთუ ღვთისმბრძოლი მალე უმოქმედოდ აღმოჩნდება! აჰა. ზეციდან მომავალ არს უფალი წმინდა…,
– თუმცა, ძალზედ მცირედნი მოისურვებენ მოუსმინონ მათ და დაუჯერონ. მრავალი წმინდანთაგანი, შეგინებულის მოსვლისას, ნაკადულივით დაღვრიან ცრემლებს წმიდა ღვთის მიმართ, რათა გადაურჩნენ გველს. უდიდესი აჩქარებით გაიქცევიან უდაბნოებში და დაიმალვიან მთებსა და გამოქვაბულებში; თავზე მტვერსა და ნაცარს დაიყრიან და უკიდურესი მორჩილებით დღე და ღამე ვედრებაში იქნებიან და წმიდა ღვთისაგან მიეცემათ მათ შემდეგი: მადლი ღვთისა გაიყვანს მათ განგებით წინასწარ განსაზღვრულ საამისო ადგილებში და იქ გადარჩებიან შეფარებულები მღვიმესა და გამოქვაბულებში. ისინი არ ნახავენ შიშიანობასა და ცრუ სასწაულებს ანტიქრისტესგან, რამეთუ მეცნიერთ (მცოდნეთ) განგებისა არ გაუჭირდებათ მიხვდნენ ანტიქრისტეს მოსვლას.
მისთვის კი, ვისაც გონება ცხოვრებისეული საქმეებისკენ ექნება მიპყრობილი და ეყვარება მიწიერი, ეს არ იქნება ცხადი, თუმცა, ყურს მოჰკრავს, მაგრამ არ დაიჯერებს და მეტიც, სასაცილოდ არ ეყოფა, როცა ამას ეტყვიან. წმინდანები კი განმტკიცდებიან, რამეთუ “ყოველივე მსოფლიო დაუტევეს ზრუნვა” დასასრულ, თქმულისაებრ მოვა უფალი, ვითარცა ელვა, ბრწყინავი ცით გამო...
ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღებელნი, ყველა უღირსნი და ცოდვილი შეიკვრება ანგელოსთა მიერ და მიყვანილ იქნება საშინელ სამსჯავროზე და მეუფე გამოუტანს განაჩენს: მარადიული განკითხვა დაუშრეტელ ცეცხლში.
ყველა, ვინც კი არ მიიღო მხეცის ბეჭედი და ყველა, ვინც გამოქვაბულებში იმალებოდა, სიხარულს მიეცემა სიძესთან ერთად მარადიულ და ზეციურ ნადიმზე ყველა წმინდანთან ერთად უკუნითი უკუნისამდე, ამინ”!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев