ორი მოგზაური ანგელოზი ერთი მდიდარი კაცის სახლში დარჩა ღამის გასათევად.
ოჯახი არ იყო სტუმართმოყვარე და მათ არ მოისურვეს ანგელოზების სასტუმრო ოთახში დატოვება. ამის ნაცვლად ისინი ცივ სარდაფში ჩაიყვანეს დასაძინებლად. როცა საწოლს უმზადებდნენ, უფროსმა ანგელოზმა კედელში ღრიჭო შენიშნა და შეაკეთა. უმცროსმა ანგელოზმა ეს დაინახა და მოისურვა გეაგო, რატომ მოიქცა უფროსი ანგელოზი ასე. უფროსმა უპასუხა:
- საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან.
მეორე ღამეს ანგელოზები დარჩნენ ძალიან ღარიბი, მაგრამ სტუმართმოყვარე კაცის და მისი ცოლის ოჯახში. ცოლ-ქმარმა გაუნაწილეს ანგელოზებს ის მცირედი საკვები, რაც გააჩნდათ და უთხრეს, რომ მათ საწოლში დაეძინათ, სადაც მოახერხებდნენ კარგად გამოძინებას. დილით გამოღვიძებისთანავე ანგელოზებს მასპინძელი და მისი ცოლი მგლოვიარეები დაუხვდნენ. ისინი ტიროდნენ, რადგან მათი ძროხა, რომლის რძეც ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო, მკვდარი იწვა ბაგაში. უმცროსმა ანგელოზმა ჰკითხა უფროსს:
- ასე როგორ მოხდა? პირველს ყველაფერი ჰქონდა, შენ კი მას მიეხმარე. მეორეს ძალზედ ცოტა ჰქონდა, მაგრამ მზად იყო ყველაფერი გაენაწილებინა, შენ კი დაუშვი ის, რომ მათ ერთადერთი ძროხა მოკვდომოდათ. რატომ?
- საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან. - უპასუხა უფროსმა ანგელოზმა. - როცა ჩვენ სარდაფში ვიყავით, მივხვდი, რომ კედლის ღრიჭოში ოქროს განძი იყო. მისი პატრონი უხეში იყო და არ სურდა სიკეთის კეთება. მე შევაკეთე კედელი, რათა მას არ ეპოვა ეს განძი. როცა შემდგომ ღამეს ჩვენ საწოლში გვეძინა, სიკვდილის ანგელოზი მოვიდა მასპინლის ცოლის წასაყვანად. მე მას ძროხა მივეცი სანაცვლოდ.
საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან. ჩვენ ყველაფერი არასდროს ვიცით. არის მხოლოდ ერთი რამ, რისიც უნდა გვჯეროდეს: ყველაფერი ის, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, მხოლოდ შენს სასიკეთოდ ხდება. ამას დროთა განმავლობაში გაიგებ. ადამიანები შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში და მალევე გადიან; ზოგი დიდხანს რჩება; ზოგთან ვმეგობრობთ მხოლოდ ერთი წამით; მაგრამ თითოეული ადამიანი და თითოეული მოვლენა ხვდება ჩვენს ცხოვრებაში როგორც გაკვეთილი, როგორც მადლი, როგორც საჩუქარი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3