დღეს მირქმაა. ყოვლად წმიდა ქალწულმა მარიამმა და იოსებმა 40 დღის ყრმა იესო, მოსეს სჯულის მიხედვით, ტაძარში მიიყვანეს, ილოცეს და უფალს მტრედის ორი მართვე შესწირეს. ტაძარში შესულთ მიეგება ძალიან მოხუცებული კაცი, მართალი სვიმონი, რომელსაც სული წმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე თავისი თვალით არ იხილავდა მაცხოვარს ქვეყნიერებისას - იესო ქრისტეს. მან აიყვანა იესო, ჩაიკრა გულში და შესთხოვა უფალს ქვეყნიური, ამაო ცხოვრების დატოვება...
გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, ამ კურთხეულ დღეს, მარადიული სიხარულისა და ბედნიერების მოპოვებას გისურვებთ.
მრავალ მირქმას დაგასწროთ ღმერთმა!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев