ხუთჯვრიანი დროშის ყველაზე ადრეული გამოსახულება უდეს მე-6 საუკუნის ტაძარზე გვხდება.
მის სამხრეთ კედელზე ბარელიეფებია, სადაც ახლანდელი სახელმწიფო დროშის წინამორბედია გამოსახული.
მონასტერში ამბობენ, რომ ეს ხუთჯვრიანი დროშა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბერმა ვახტანგ გორგასლის საპატივსაცემოდ ერთიანი საქართველოს სიძლიერის სიმბოლოდ ამოკვეთა. შემდეგ გამოსახულება თავად მეფეს უნახავს.
უკვე მე-14 საუკუნეში, კერძოდ კი 1339 წელს ანჯელინო დულჩერისა და 1367 წელს ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანებზე, რაც ერთგვარ საზღვაო რუკებს წარმოადგენდა, საქართველო სწორედ ხუთჯვრიანი დროშებით აღინიშნა.
პორტულანებს წინ უძღოდა გიორგი ბრწყინვალის მიერ იერუსალემის ჯვრის მონასტრის დაბრუნება, ქრისტეს საფლავის გასაღების მიღება და ქართველთა გაძლიერება წმინდა მიწაზე. მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფოს პირველი ხუთჯვრიანი დროშა მაშინ აფრიალდა. თუმცა, მას მეორენაირად გორგასლიან-დავითიან დროშასაც უწოდებენ, რასაც უდეს ტაძრამდეც კი მივყავართ.
ახალი ხუთჯვრიანი დროშა კი, როგორც სახელმწიფოს სიმბოლო, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა.
ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა და კუთხეებში ჩასმული ოთხი მცირე ჯვარი ქრისტიანული სიმბოლოა და ქრისტესა და ოთხ მახარობელს განასახიერებს.
აღსანიშნავია, რიმ თეთრ და წითელ ფერებში სახელმწიფო დროშა საქართველოს გარდა კიდევ 16 ქცეყნას აქვს.
32-ე საზაფხულო ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში ახლახანს დასრულდა, ჩვენი დროშა 8-ჯერ აიწია, საიდანაც 2-ჯერ ქართველი ჩემპიონების საპატივსაცემოდ მთავარი დროშა იყო.
აღმოაჩინე ქართული ამბები "გალფთან" ერთად.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев