არასოდეს არ იდარდო იმაზე თუ რას ამბობს შენზე ხალხი, არასოდეს არავის მოსთხოვო არაფერი, არასოდეს არავის არაფერი დაუმტკიცო. ღმერთი გხედავს და იცის შენი გული, შენი ფიქრები, ყველაფერი იცის. იცოდე რომ შენი არც ერთი ცრემლი უკვალოდ არ დაიკარგება, არცერთი უსამართლობა, ხელის კვრა და ბოროტება არ დარჩება პასუხგაუცემელი, ღმერთმა ისიც იცის რა დროს რა გჭირდება და თუ შენი სათხოვარი ჯერაც აუსრულებელია, არც ამაზე იდარდო, ისეთ დროს მოვა სიმშვიდე და ბედნიერება, რომ ვერ წარმოიდგენ. ღმერთისთვის დრო არ არსებობს, მისთვის ერთი დღე არის როგორც ათასი წელი და ათასი წელი როგორც ერთი დღე. და ისიც იცოდე რომ უფლის მარჯვენა და მადლი ეხმარებოდა ყველას ვინც კი რამეს აკეთებდა, მოსეს რომ უფალი არ დახმარებოდა მოსე რისი გამკეთებელი იყო? დავითიც ყველაფერს მისი მადლით აკეთებდა, არადა დავითი უბრალო მწყემსი იყო, თავმდაბალი და ღვთის მოშიში. დავითმა ბევრი უსამართლობა და დევნა დაითმინა, ღმერთზე იყო მინდობილი და იცოდა რომ ყველაფერს მოერეოდა მისი კურთხევით. რა გითხრათ კიდევ? მოციქულებად გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი აირჩია, უმეტესობა მებადური და მეკარვე იყო, მან იპოვა ყველა, ღმერთი გვპოულობს ჩვენ, მაგრამ ჩვენ ვკარგავთ. ჩვენ გული გვიგრილდება, გული გვიქვავდება, თვალები გვიმძიმდება და გვეშინია. მაგრამ იცით ყველაზე დიდი ნუგეში რა არის? უფალი გვეუბნება - ძებნას დამიწყებთ და მიპოვნით, როცა მთელი გულით მომძებნითო. და ვეძებთ ჩვენ? საკმარისია თქვა - ძალა გამომელია, შემეწიე იესო! და ღმერთი შენთანაა. დიახ, ის მამაა, ჩვენ კი შვილები ვართ, და ეს შვილობა უნდა რეალიზდეს ჩვენში…
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1