ასწავლეთ პატარებს,რომ უყვარდეთ..... ილოცონ....
მშობლებისა და ახლობლების სიყვარული დაანახეთ.. .ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე.... ჩვენი უფლის დედაზე....
უთხარით,რომ თვითონაც ანგელოზია,რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს....
დაეხმარეთ გაარკვიოს რა არის სიკეთე და სწორად მოქცევა...
ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით.... ანთებული სანთელი დააჭირეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - მამაო ჩვენო........ მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ....
უთხარით,
ასწავლეთ,რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუ კი უფალს ახსენებს მას არაფრის შეეშინდება....
მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს,რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში.....
ყველანი ერთად.......
მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიბაძონ მამიკოს,როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ......
ჩვენ ასე ვიქცევით....
ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ,რომ უფალი სიყვარულისფერია და რომ ის ყველგან არის...
ჩვენშიც...
ჩვენს სახლშიც....
ზეცაშიც....
ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს,რომ არ დავეცეთ და არფერი გვეტკინოს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев