დედა ვარ, მინდა შენს კალთებზე ლოცვა გავფინო
შემოგავედრო ღვთისმშობელო ჩემი შვილები,
რა ვქნა დღე და ღამე მათზე ფიქრით დავიარები
ვერ ავიწყვიტე საგულედან დარდის ღილები...
დედა ვარ,მინდა მუხლისჩოქვით შენს წინ ვილოცო
ცრემლად გადმოქცე დაიფარო ჩემი შვილები,
ვიცი მომისმენ ღვთისმშობელო,თავად დედა ხარ
და კარგად იცი როგორც დედამ დედის ფიქრები...
დედა ვარ,მინდა მოგაწვდინო ჩემი ლოცვის ხმა
შვილებისათვის დავიღვენთო შენს წინ კელაპტრად,
დედაო ღვთისავ შეისმინე,შვილებს გავედრებ
ლოცვად დაგინთე აქ ამ გულში რაც რამ მებადა...
დედა ვარ, ალბათ ამიტომაც ვბედავ მოგმართო
შენ კარგად იცი დედის გულის უხმო დარდები,
მათი სიკეთით,სიხარულით მუდამ მეხაროს
შენ კი შემოგთხოვ აარიდე გზაზე ავდრები...
დედა ხარ ვიცი , შენ ყველაზე კარგად გამიგებ
გამოგიცდია რა ძნელია შვილის ცრემლები,
ამიტომ მინდა ყველა დედის ყველა შვილისთვის
მე თვითონ დედამ შემოგთხოვო კარგი დღეები...!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2