წმიდანნი ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულე, სატურნინე, ევპოროსი, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აგათოპუსე, ბასილიდი და ევარესტი (II)
23 (5.01) დეკემბერი
ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულე, სატურნინე, ევპოროსი, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აგათოპუსე, ბასილიდი და ევარესტი იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.
კუნძულ კრეტის მმართველი - იმპერატორის თანამოსახელე - სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев