„ყოველი ქრისტიანი წმ. ნათლისღებისას ღებულობს მფარველ ანგელოზს, რომელიც უხილავად იცავს მას ყოველი ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის, იგი იწერს ადამიანის კეთილ საქმეებს, მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც თვალს ადევნებს ადამიანის ბოროტ საქმეებს და თავის წიგნში იწერს. ამ ცოდვებმა სულს შეიძლება სამოთხეში შესვლა აუკრძალონ და იმ უფსკრულში ჩააგდონ, სადაც თვითონ ბოროტი სულები ცხოვრობენ, და იქ იქნებიან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, თუკი არავითარი კეთილი საქმე არ გააჩნიათ ისეთი, ეშმაკის ხელიდან რომ იხსნას. ვისაც სწამს წმიდა სამება და ხშირად ეზიარება ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს, ის პირდაპირ ცად ადის დაუბრკოლებლივ - წმიდა ანგელოზები იფარავენ და ღმერთის წმიდა სათნომყოფელნი მათი ცხოვრებისთვის ლოცულობენ.“
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев