გილოცავთ!!
13 ნოებერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს 100 000 ათასი მოწამის ხსენების დღეს!!
საამაყო და გამორჩეულია საქრთველოსთვის ეს დღე!!
მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს სხვა ერი, რომელსაც ერთ დღეს 100 000 მოწამე ეწამოს ქრისტე ღმერთისთვის, ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის!!
1227 წელს თბილისში ჯალალედინის ბრძანებით, სიონის ტაძრიდან გამოასვენეს მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს ”დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა."
100 000-მა ქართველმა სარწმუნოების ერთგულება, სიყვარული, სულიერი სიმტკიცე გამოიჩინეს. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, და მოწამობრის გვირგვინთ შეიმკნენ და გაბრწყინდნენ!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев