მოხუცმა ცოლ_ქმარმა ერთმანეთს ჰკითხა, იცი რა არის სიყვარულიო?
,,არაო,,. წარმოსთქვა ორივემ ერთხმად, არ ვიცითო . წავიდეთ , ვიკითხოთ რა არის სიყვარული, გადაწყვიტეს და გაუდგნენ გზას.
შემოხვდათ ეშმაკი.
,,იცი რა არის სიყვარულიო?,, ჰკითხეს მას.
ეშმაკმა ჩუმად ჩაიცინა, არ ვიცი, ჩემი ვალია ცოლი ქმარს დავაშორო, შვილები მშობლებს ავუმხედრო, მეფეები ერთმანეთს გადავკიდო და ბევრი სისხლი ვაღვრევინო.
სადაც სიხარული და სიმშვიდეა, ტირილი და შფოთი ჩამოვაგდო.
წადით ანგელოზს ჰკითხეთ.
მიდიან ცოლ_ქმარი და შეხვდათ ანგელიზი.
იცი სიყვარული რა არისო?__ჰკითხეს.
,,არ ვიცი, მე ბედნიერ ხალხს ვხედავ სამოთხეში, მათი ნეტარებით ვტკბები.
ღმერთს ჰკითხეთ რა არის სიყვარული,,
დაადგა ცოლ_ქმარი ღმერთისკენ სავალ გზას. არ გამოდგა ეს გზა იოლი გასავლელი, ეკალ_ბარდებით და ბასრი ქვით იყო მოფენილი. ისინი ერთმანეთს სიარულში ხელს აშველებდნენ და ერმანეთის ხელს ეყრდნობოდნენ.
როგორც იყო მივიდნენ უფალთან, მოკრძალებით დაუკრეს თავი და მორიდებით ჰკითხეს
,,უფალო! რა არის სიყვარული?,,
,,გზად ვინ შეგხვდათ?,, ჰკითხა უფალმა.
,,ეშმაკი და ანგელოზი, მაგრამ არც ერთმა არ იცოდა რა არის სიყვარული.,,
,,აი, ჯოჯოხეთიც რომ ერთად გამოიარეთ და სამოთხეც, ერთმანეთისთვის ხელი რომ არ გაგიშვიათ და ჩემამდეც ხელჩაკიდებულები მოხვედით. ეგ არის სიყვარული!,,
ბრძანა უფალმა..
...
ღმერთს ებარებოდეთ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2