დღეს დღესასწაულია ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან
1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.
მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.
ხატი დაბრძანებულია თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში
„წმიდანთა ცხოვრება“,
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев