გილოცავთ 18 სექტემბერს მართალი ელისაბედის ხსენების დღეა
"მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდასსა, და შევიდა სახლსა ზაქარიასსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვა მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა, და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ჰყო ხმითა დიდითა და ჰსთქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა; რამეთუ აჰა ესერა, ვითარცა იყო ხმა მოკითხვისა შენისა ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმა ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულება თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და ჰსთქუა მარიამ:
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსად"
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев