ერთ ქალაქელ ყმაწვილს, ძალიან მოეწონა სოფლელი გოგონა, რომელიც სავაჭრო ცენტრში გაიცნო.
ბიჭს ბევრი არ უყოყმანია გოგოს სოფელში ჩააკითხა.
თუმცა, სანამ მის სახლში მივიდოდა, სოფლის ბარს ეწვია.
იქ, როგორღაც მოახერხა და სუფრასთან მსხდომ მოქეიფე სოფლელებს შეუერთდა.
კარგად იმხიარულა. ცოტა რომ მოშინაურდა ადგილობრივებს, მისი ჩამოსვლის მიზეზიც გაუმხილა.
- ეგ, ხომ ქუჩის ქალია ძმაო, არც გაბედო მასზე ფიქრი.
ურჩიეს მას.
დანაღვლიანდა ყმაწვილი.
ის გოგონა საშინლად ჩავარდნოდა გულში და ასეთი რამის მოსმენა?..
გამოვიდა ბარიდან გარეთ და თავჩაღუნული, თვალებზე ცრემლებმომდგარი გაეშურა განმარტოებით მდგარი სკამისკენ.
ამ დროს ერთი მოხუცებული შემოხვდა წინ.
რა გჭირს შვილო, ასე რამ დაგაღონა?
არ დაუმალავს არაფერი ახალგაზრდას.
მოხუცმა ეშმაკურად ჩაიღიმა.
- წადი, დაბრუნდი უკან და იმ ხალხს ჩემი ქალიშვილის შესახებ ჰკითხე აზრი.
ზუსტად, იგივე სიტყვები უთხრეს მოხუცის გოგონაზეც
- ქუჩის ქალია, გარე- გარე უყვარს წანწალი.
ბიჭმა მოხუცს ამბავი მოუტანა.
- ახლა კი წამომყევი.
თავის სახლისკენ გაუძღვა.
იქ, მხოლოდ ღრმად მოხუცებული ქალბატონი დახვდათ.
- ხედავ?
ცნობისთვის ჩვენ უშვილო წყვილი ვართ.
ხალხს უყვარს სხვებზე ცუდის თქმა შვილო.
ეს მათ ბოროტ ბუნებას ამხელს და შენ, თუ გონიერი ხარ, თუ გულის კარნახით მოქმედებ, ასეთებს არასოდეს არ უნდა ენდო.
და დაიმახსოვრე...
ბოროტ სულდაპატრონებული ადამიანის პირიდან, მხოლოდ ცუდი სიტყვები გამოდის.
ის არასოდეს არ იტყვის კარგს, თვით წმინდანზეც.
რადგან სიბოროტე ეშმაკისგანაა და განა ეშმაკის სიტყვაზე დაყრდნობა შეიძლება?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3