აღარც გული მაქვს, გახსოვს? გაჩუქე,
მხოლოდ მუმია მივყვები ქუჩას,
და ღამის სამზე ვითვლი მაშუქებს.
ერთ დღესაც დავწერ პატარა წერილს,
და მათთან წავალ ვინც მენატრება,
ვხედავ შავოსანს პრიალა ცელით,
თვითონ არ ვიცი რა მემართება.
გამოუცნობი დამდევს გრძნობები,
და დედამიწის ზიზღი მერევა,
ვგრძნობ სამარეზე მხოლოდ ფოთლები,
და დედის ცრემლი მომეფერება.
მსგავსი ფიქრებით ვაგრძელებ ყოფნას,
ვხედავ ნერვები როგორ გათხელდა,
სიგიჟის ზღვარზე, მსურს ერთი კოცნა,
და ფეხაკრეფით მივალ სარკმელთან.
და ვიდრე ტვინი შეღებავს ასფალტს,
შენზე ვიფიქრებ ჰაერში მყოფი,
ძალიან მალე ზეცაში წავალ,
მაშინ გამივლის სიგიჟის ცოფი.
რქებით და კუდით დამხვდება ეშმა,
კალკულატორზე დამითვლის ცოდვებს,
ჩემით ჩავჯდები კუპრიან ქვაბში,
და ამატლიან ნაჯახით ხორცებს.
სულ ერთი წელი თუ გეხსომები,
ერთხელ მაინც თუ დამინთებ სანთელს,
მომეტევება მიუტევები,
და დავიმკვიდრებ ზეციურ ნათელს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев