შენმა მონატრებამ გული დამიტორა,
ფიქრი, ასოებად ფურცელს დავაბნიე,
და ვგრძნობ უშენობამ ნერვი აიყოლა,
წუხელ ჩემს სიზმარში, ჭრელი კაბა გეცვა,
და ყაყაჩოები ბოღმისგან სკდებოდნენ,
ისიც კარგად მახსოვს, მსურდა რაღაც მეთქვა,
მაგრამ ფანჯრების წინ ტყუილად გელოდე.
მერე თქეში იყო, წვიმას ჩავეხუტე,
და მასთან ერთადვე, ვიარე დილამდე,
თითქოს, ნაწყენი ხარ, თითქოს გამებუტე,
და უნდა გელოდო, კვირიდან კვირამდე,
ჩემი მონატრება, ვგრძნობ შენც მოგერევა,
ამ სიყვარულისთვის ბოლომდე ვინრძოლებთ,
ახლა ფიქრს გიგზავნი, მოვა, მოგეხვევა,
და გეტყვის რა ძლიერ მიყვარხარ, ჩემო შენ.
ჩვენი სიყვარული დაარღვევს ჯებირებს,
იმ ჩარჩოს დაამსხვრევს მასა რომ გვიწესებს,
როცა მაცხოვარი ჯვარს დაგვწერს ზეციდან.
სიცოცხლის ბოლომდე ჩვენ ტანგოს ვიცეკვებთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев