Предыдущая публикация
ცოტა ხნის წინ შევესწარი ასეთ სიტუაციას:
მეგრელი ქალი ყვიროდა:
-ჩემს ერთადერთ შვილს გეფიცებით ასეაო და გაცხარებული ამტკიცებდა რაღაცას.
რამდენადაც მე ვიცოდი ეს ქალი მრავალშვილიანი იყო (1 ბიჭი და 4 გოგო). შემდეგ დავინტერესდი და ვკითხე: "ერთადერთ შვილს როგორ იფიცებ თუ მართალი ხარ 5 შვილის დედათქო" და ასე ამიხსნა: "სამეგრელოში, ბებია, გოგო სრულუფლებიან შვილად არ არის აღიარებული და იმიტომ ვიფიცებ ერთადერთ ბიჭსო."
ამან ძალზედ დამაფიქრა, მოვიძიე და აღმოვაჩინე რომ რაჭაში და სვანეთშიც ასე ყოფილა. მერე კიდევ რომელიმე გოგო შეგვედავება თანასწორუფლებიანები ვართო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2