ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დავით გურამიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2
წირვა არ აღესრულება, რადგან
ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს
გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი
შესწირა მსხვერპლად. სრულდება
სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ
იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის
ჯვრიდან გარდამოხსნასა და
დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ,
შუადღიასას, ორ საათზე აღევლინება,
რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე
იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე
ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული,
ყვავილებით მორთული სადგამი –
“საფლავი, საკურთხეველში კი, წმინდა
ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ
ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი
მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ
გარდამოხსნას.
საგალობლები, რომლებიც ამ დროს
იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და
ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ
ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას
შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი
მღვდელმსხური აკმევს გარდამოხსნას,
რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია
დასვენებული, “მამაო ჩვენოს” გალობის
შე...Ещёდიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვარიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
წირვა არ აღესრულება, რადგან
ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს
გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი
შესწირა მსხვერპლად. სრულდება
სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ
იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის
ჯვრიდან გარდამოხსნასა და
დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ,
შუადღიასას, ორ საათზე აღევლინება,
რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე
იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე
ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული,
ყვავილებით მორთული სადგამი –
“საფლავი, საკურთხეველში კი, წმინდა
ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ
ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი
მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ
გარდამოხსნას.
საგალობლები, რომლებიც ამ დროს
იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და
ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ
ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას
შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი
მღვდელმსხური აკმევს გარდამოხსნას,
რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია
დასვენებული, “მამაო ჩვენოს” გალობის
შემდეგ კი ტროპარის “მშვენიერმა იოსებ
ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი
შენი…” გალობით მღვდელმსახურები
წმინდა ტრაპეზიდან, როგორც
გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას,
თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან
გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ და
“საფლავში” დაასვენებენ. ამის შემდეგ
სამღვდელოება და მლოცველები დიდ
მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის
წინაშე და ეამბორებიან მას.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში
არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება
– მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე
იყო საფლავში.
ამ დღეს შემდები ტროპარ-კონდაკი
იკითხება:
ტროპარი: “მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან
ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა,
ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა
განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე
კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა”.
კონდაკი: “რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის,
მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა
იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა
თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი
და ღმერთი ჩემი, ყოვლადძლიერი,
კაცთმოყვარე და მაცხოვარი”.
სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა
მწუხრიც, ე.წ. “ღვთისმშობლის გოდებაც”
აღევლინოს.
დიდი პარასკევი მთელი წლის
განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის
დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით,
მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის
განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი
პურსა და წყალზეა.
ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს,
მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება
სააღდგომო კვერცხები. კვერცხი
ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად
სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა
კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის
სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას
მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ სააღდგომო კვერცხი
აუცილებლად წითელი უნდა იყოს,
ნებისმიერ სხვა ფრად შეღებილ კვერცხს
ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს
საერთო....