რომელი დღეც არ მოგეწონება დახიო და ქარს გაატანო სადღაც ჯანდაბაში.
ტვინში ჩარჩენილი ადამიანების ,,ამორეცხვა,, რომ შეიძლებოდეს ეჰ როგორ იგრძნობდი შვებას..
ხანდახან გეზედმეტება უკვე დარჩენილი ცხოვრება , ხანაც ისე გეცოტავება გგონია ხვალ აღარ იქნება.
დეპრესია ტვინს გიბურღავს, სულში გიფათურებს მის უმსგავსო ხელებს, მერე ნერვებზე ,, გიკრავს,, ისე გამეტებით გგონია გაგიჟდი.
არის დღეები როცა ,, სულერთდება,, ცხოვრება,, ...
მთავარია ამ დღეებს გაუძლო, ტვინში შემოჭრილი დაუპატიჟებელი სტუმარი უკანვე მიაბუნძულო.
ნაკლებად მაინტერესებს რას იტყვის მაგ დროს ჩემსს უსტუმართმოყვარეობაზე.
მთავარია მალე დაგტოვოს, ამოგასუნთქოს, დაგასვენოს!!!
-ცხოვრება რვეულის ფურცლებს რომ ჰგავდეს!
სულ რამოდენიმე ფურცელს დავიტოვებდი ლამაზი წუთების მოსაგონებლად.
დანარჩენს კი ქარს გავატანდი ,, ჯანდაბაში,,...
ირინა იოსებაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев