Предыдущая публикация
ვისაც უბრალოდ მიწერ.
ადგები და მიწერ, სულაც რაღაც სისულელეს და არ იფიქრებ იმაზე, რომ სისულელეებს ბოდიალობ.
არ იდარდებ იმაზე, გიპასუხებს თუ არა, ან როდის გიპასუხებს,
ან ცუდად გიპასუხებს თუ კარგად.
უბრალოდ იჯდე და გზავნო ეს წერილები, შეგრძნებ-გაფიქრებები. სურვილები.
განსაკუთრებით ასეთ დროს გჭირდება,
შენი თავისთვის თავი რომ ვერ მოგიყრია და თვითონაც არ იცი,
ყელში რა გიჭერს,
ან რა არის ეს საშემოდგომო სიყვითლეში შერეული უმიზეზო სიხარული,
რომ აღარც კი გაძინებს.
აი ამ დროს მინდება, ვწერო უშინაარსო,
დაბნეული წერილები და ვგზავნო, ვგზავნო და ვგზავნო.
ჰო...
სულ უნდა იყოს ვიღაც, ვისთანაც გაგზავნი." ..💬💌
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев