წამო, დავიჯეროთ ზღაპრების...
წამო, დღევანდელ დღეს გავექცეთ,
წამო, ვაფერადოთ ნატვრები.
წამო, ისევ უკან დავბრუნდეთ,
ჩვენი მიამიტი ამბებით,
წამო, ავაფრინოთ ღრუბლები
წამო, მზეს მოვაბათ ბაბთები.
მერე ცასაც მივწვდეთ აფრენით,
მიწას მივახატოთ ღიმილი,
წვიმას დავუთვალოთ წვეთები,
ქარი შევაჩეროთ კივილით.
წამო, ბავშვობაში წავიდეთ,
თუნდაც გავიბუტოთ ხანდახან
მერე გადავაბათ ნეკები,
მერე ვითამაშოთ მხარდამხარ.
წამო, ბავშვობაში წავიდეთ,
ერთურთს მოვურჩინოთ ნატკენი,
მერე მრავალძარღვა დავკრიფოთ,
მუხლებს მოვახვოთ საფენი.
წამო, ბავშვობაში წავიდეთ
დედა დავიფიცოთ ხმამაღლა,
ოღონდ ნიჩურიტის გარეშე
ხელებს, რომ არ უნდა დამალვა...
..................................................................
წამო, ბავშვობაში წავიდეთ...
ნინა ჯაფარიᲫე✍️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев