. .
ახლა დედამიწა ავადაა,
შველა სჭირდება და ითხოვს...
ვამბობთ "ყველაფერი კარგადაა",-
გული გვეწურება თითქოს...
ახლა დედამიწას გაუჭირდა,
მარტი გულს მდუმარედ მითბობს.
სიზმრებს ყველა ჩიტი გაუფრინდა,
ფიქრი სიმშვიდისკენ მიხმობს.
სადღაც შიშია და ფრთების მსხვრევა,
სევდა დედამიწას იპყრობს.
-ღმერთო,გევერდები შეგვიწყალე,
ყველგან მშვიდობა რომ იყოს...
ღმერთო,დაგვეხმარე ძალა ვპოვოთ,
ფიქრი არ გვასვენებს,ფხიზლობს...
თითქოს დედამიწა ავად არის,
შიში ექოსავით გვიპყრობს.
ყველას დაეხმარე,ვინც შველას გთხოვს,
დარდის ჩაწყნარებას ცდილობს.
ახლა განსაცდელი ახმაურდა,
და დრო,სიმშვიდისკენ გვიხმობს.
ახლა სხვანაირი განგაშია,
შველას დედამიწა ითხოვს...
ღმერთო,გევედრები დაგვეხმარე...
იმედს შენი რწმენა გვითბობს...
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1