რამდენადაც სასარგებლოა ადამიანისთვის სასულიერო ფეისბუქ გვერდები, იმდენად დამაბრკოლებელიც შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი ღვთისაკენ მიმავალ გზაზე. ინტერნეტ „მორწმუნეობამ“ ადამიანები მოსწყვიტა ცოცხალ ღმერთს, თუმცა ამასაც არ დასჯერდა და ისინი კერპთაყვანისმცემლობამდე მიიყვანა. მათ შექმნეს ინტერნეტ „ღმერთი“, ინტერნეტ „დღესასწაულები“; კინოფილმის მსახიობებს უფლად მიიჩნევენ; „ამინ“-ის წერით გაივსო რელიგიური პოსტები; თუ უფალი დაგხმარებია უნდა გააზიარო, თუ არადა უნდა გაატარო; ერთი გული უნდა დაწერო თუ უფალი გიყვარს და ა.შ. თუ ადამიანი ავადაა, არ უნდა ილოცო, „დალაიქებაც“ საკმარისია. ადამიანებმა დავკარგეთ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა. აქ რელიგიური დღესასწაულების მილოცვით თავს მშვიდად ვგრძნობთ, ეკლესიაში მისვლა კი აღარაა თურმე საჭირო. დავფიქრდეთ ყოველივე ამაზე. ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით მოგიწოდებთ:
ნუ დაწერთ კომენტარებში „ამინს“;
ნუ გააზიარებთ ამგვარ პოსტებს;
ნუ „ილოცებთ“ კომენტარებში;
მხოლოდ კანონიკურ ხატებზე გამოსახულნი მოიხსენიეთ შესაბამისად.
გვახსოვდეს, აქ რაც არ უნდა ბევრი „ამინ“ ვწეროთ; რაც არ უნდა ბევრი „ვილოცოთ“ კომენტარებში, უფალთან მაინც ის ვიქნებით, რაც სინამდვილეში ვართ.
ნუ დავკარგავთ ცოცხალ ურთიერთობას ქრისტეს ეკლესიასთან!
მოვუწოდებთ ყველა რელიგიურ გვერდს, შემოგვიერთდნენ და ყველამ ვიხელმძღვანელოთ ამ პრინციპებით.
ღმერთმა დაგლოცოთ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7