პირველი: ნაკლები ჭამე და სვი, მარხვა შეიყვარე. მეორე: ნურასოდეს იქნები უქმად, ყოველთვის აკეთე რაიმე. მესამე: მუდმივად გახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე ხარ, ის ყველგან გხედავს და უყურებს შენს საქმეებს, სიტყვებსა და აზრებს. როგორ გაბედავ ღვთის წინაშე შესცოდო და თავი შეიბილწო? გაფრთხილდი, არა მხოლოდ საქმით, არამედ აზრითაც არ შესცოდო. დედ-მამის წინაშე ვერ ბედავ ცოდვის ჩადენას, უზენაესი ღმერთის წინაშე როგორღა შესცოდებ? მეოთხე: როგორც კი ცუდი აზრი მოვა, იმწამსვე განდევნე და ილოცე: უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მე ცოდვილს. მეხუთე: ხშირად ილოცე და შესთხოვე ქრისტეს: უფალო, მომანიჭე სიმდაბლე, უბიწოება და სხვა სათნოებები. ლოცვისა და ღვთის შეწევნის გარეშე უბიწოება და სხვა სათნოებები არ მოგვეცემა. მეექვსე: დაიცავი თვალები ლამაზი სახეების შეხედვისგან, ყურები – მაცდუნებელი სიმღერებისგან, ნუ მოიხიბლები მათით. მეშვიდე: ტაძარში დგომისას აქეთ-იქით ნუ იყურები, იყურე მიწისკენ და წმინდა საკურთხევლისკენ, გონება კი ღმერთისკენ აღიყვანე. (წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2