Предыдущая публикация
იწვიმებს და დასველდება ქუჩა,
ნაწვიმარზე ხეტიალი მიყვარს...
ნეტავ რატომ გამებუტე ურჩად,
მე ამ ქვეყნად
შენზე კარგი ვინ მყავს?
იწვიმებს და ალბათ მეტყვი ისევ:
- ამ წვიმაში რა მინდაო გარეთ...
ვიდრე ქარი გადარეკავს ნისლებს,
ვიდრე წვიმას დაგვავიწყებს მთვარე,
იწვიმებს და ვისეირნოთ ერთად,
ნაწვიმარზე ხეტიალი მიყვარს...
სხვა კი არა, შენ გიწამე ღმერთად,
მე ამ ქვეყნად
შენზე კარგი ვინ მყავს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев