ჩვენ სალოცავზე
ვფიქრობთ..
გული
რომ დაგვიწყნარდეს,
ვლოცულობთ
ღმერთს მოვიხმობთ
გულით
რომ ვიყოთ მშვიდებს.
---
ჩვენ იმედს ვეძებთ
გულისთვის კეთილს
და ცრემლი არ გვსურს
ჩვენი თვალების,
გული დარდიანს
რად უნდა გვქონდეს
რატომ გვადარდებს
ღმერთო ეს გული?..
მოდი და გვითხარ
რა გვაქვს ცოდვები
რა არის რომ ჩვენ
გვაწამებს დღემდის!..
მოდი ღმერთო და
გვითხარი რამე
როგორ მოვიქცეთ?
და ჩვენ რა გველის?..
თუ ჩვენ ვწვალობთ და
ვშრომობთ ყოველ დღით..
რად უნდა გქონდეს
ტანჯვა ჩვენ გულში?!
ღმერთო ნუ დაგვსჯი,
მოგვეც იმედი..
გაგვინათე გზა
სიკეთის თესვით!..
---
ამირან ბოჭორიშვილი. ✞ ამინ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1