ჭალამ ისე დამღალა,
სული კბილით მიჭირავს.
ციცი, ყირმიზ ლოყებაი,
დახტის რაფერც ჭრიჭინა.
დახტის ციცაი იკრიჭვის,
ქიდათ მიღებს ეგ ვიცი,
უცბათ ვეღარ მევთმინე
ვავაწვიმე გეჩმიში.
ციცამ ჭანჭყალ - ჭანჭყალით,
შეგოგმანდა ყიშლაში.
წამში ასჯერ ამომიღო
და კვლავ ჩამსვა მიწაში.
ისე, წყევლას ვინ ჩივის,
ჭალის დედაც ვატირე.
ახლა შევალ ყიშლაში
ციცას წავინალირებ.
ციცამ კარში გაუდო,
კვლავისისხო ურდული.
აღარც გეჩმიში შველის,
აღარც თბილი კურკული.
მიველ, მითხრა არაო,
ციცამ მე არ მინება.
წაღან გეჩმიში რომ ვთქვი,
გეჩაჯაღიც მიება.
გაიმართა ჩვენს შორის,
საუბარი ასეთი.
ვუთხარი, ციცავ გაკოცებ,
ამბობს არ ვარ მასეთი.
ციცავ, კარი გამიღე,
ნუ მასველეფ წვიმაში,
თორემ კარ შემოვამტრევ,
იბრეთ გიზამ თივაში.
ვოიპეეე ის აკაპასდა...
ღმერთმა გამოქწყვოტაო,
ღია არი კარები
დაყარე მიწაო.
გარეთ წვიმს და ხუხუნებს,
ღელეს მოაქვს ღვარები.
ყავარიდან წვეთი წვეთ,
ჩვენ გვდის ოფლის ღვარები.
გარეთ წვიმა გედეიღო,
მზემ ამოყო თავი.
მეგემ რა კაი ყოფილა
ამ წვიმაში ქალი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев