"მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც ყოველთვის ვიყავი. არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. "ბარსელონაში" მე თავდასხმაში თავს თავისუფლად ვგრძნობ, ისე, როგორც წინა კლუბსა და ნაკრებში იყო. როდესაც გუნდში სკოლარი მოვიდა, მე უკან დავიწიე და უკიდურეს მცველს ვაზღვევდი. "ბარსელონას" ერთ-ერთი მახასიათებელია, თუ როგორ პრესინგს მივმართავთ, როცა ბურთს ვკარგავთ. ეს ჩემს თამაშში სიახლეა და მე მასზე ვმუშაობ", — განაცხადა ნეიმარმა.
ბრაზილიელი ასევე თვლის, რომ მის თანაგუნდელ ლიონელ მესის მეხუთე "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია.
"მესისთან ერთად თამაში? ის სულ სხვა დონეზე თამაშობს. მე აღფრთოვანებული ვარ მისით და პატივს ვცემ მას. ოთხი წელი ზედიზედ იგი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მას არაფერი უშლის ხელს, რომ მეხუთედაც მოიპოვოს ეს წოდება", — აღნიშნა ბრაზილიელმა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев