ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ერთი მებრძილი და დაშავდა 7.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, დასახლება ოპიტნოესთან მოხდა.
მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და ისინი დავალებაზე გადიოდნენ. დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, დასახლება ოპიტნოსეთან ქართველი მოხალისე მებრძოლი ირაკლი ქუთელია დაიღუპა. ის "კიბორგში" მსახურობდა, 93-ე ბრიგადის შემადგენლობაში. მეგობრები ახასიათებენ, როგორც გამოცდილ, ერთგულ და მამაც მებრძოლს.
ირაკლი ქუთელია, რომელიც ქვეითთა საბრძოლო მანქანის მძღოლი იყო, მანქანის ნაღმზე აფეთქების დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა ალექს ბოლდირევი, მალსახმობით "მალიში" და კიდევ ერთი მებრძოლი, ანდრეი კუპრიანოვი, იგივე "იაკუტი". თავდაპირველად ინფორმაცია ორი პირის დაღუპვაზე გავრცელდა. მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილია 7 უკრაინელი მებრძოლი.
ირაკლი ქუთელია ატო-ს ზონაში რამდენიმე თვეა, იბრძვის და ამ ხნის განმავლობაში "კიბორგის" წევრებს შორის პოპულარობა მოიპოვა. მისი თანამებრძოლები იხსენებენ, რომ ირაკლის აქტივში ბრძოლის ველზე მწყობრიდან გამოყვანილი, შემდეგ კი ატოს ძალების დისლოკაციის ადგილას მიყვანილი ოკუპანტთა ტანკია:
"ასეთი იყო ის - განუმეორებელი. არც თავის წარმოჩენა უყვარდა, არც რეკლამირება, რასაც აკეთებდა.", - იხსენებს მისი თანამებრძოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მას არ ჰყავს დედ-მამა და არა აქვს შექმნილი ოჯახი, გაიზარდა უკრაინაში, ბავშვთა სახლში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 30
ყველა მერუსეთეს და ყველა რუსის მყვარებელს მოვუტყან უტვინო დედა