❤ .✞არვიცი საიდან დავიწყოოო იმის თქმაა , რისი თქმაც მსურს , მაგრამ შევეცდები როგორმე ჩემი სათქმელი ვთქვა ..
ჩემს მეზობლად , ერთი მოხუცი წყვილი ცხოვრობდა . ერთად გატარებულმა წლებმაა მათ ბევრი სითბო და სიყვარული დაუგროვა ერთმანეთის მიმართ ..
ცოტა ხნის წინ კი წოდება "ორიმოხუცი" გაქრა , და დარჩა მხოლოდ ერთი მოხუცი .. ბებოო გარდაიცვალაა ...
მე ვხედავ როგორ ზის მოხუცი მამაკაცი მარტოდ-მარტო პატარა ქოხის კიბეზე , მე მესმის როგორ ტირის მთელი ხმით, მე ვხვდები , რომ მას უნდა როგორმეე მოიშოროს მისი სხეულიდან ის განცდა და ტანჯვაა რაც მისი მეუღლის გარდაცვალებამ მოუტანა , მე ვხედავ განადგურებულ , სასოწარკვეთილ , მარტოდ-მარტო დარჩენილ ბაბუს რომელიც ბოლო ხმაზე გაიძახის "სად წავიდე? რა გავაკეთო უშენოდო " ..
მეორე ნახევრის გარშე , მარტოდ-მარტო დარჩენილი ადამიანი ყველაზე ცოდოა . საშინელება როდესაც ყოველი წამი , წუთი , საათი , დღე , თვე , წლები გახსენდება მასთან ერთად გატარებული ..
და აქედან გამომდინარე ერთი რამ შემიძლია ვთქვა , სიყვარულზე ძლიერი ამქვეყნად არაფერი არ არის , არც ბორიტება , არც სიკეთე , არც ბუნებრივი კატასტროფები .. თუ სიყვარული არ გაგაჩნია ვერც სიკეთეს ჩაიდენ , არც მეგობრები გეყოლება , და იქნებიი ცარიელი "ფიტული ". ხოლო თუ სიყვარული გაგაჩნია , შეუძლებელს შეძლებ !!!
მემინდა გთხოვოთ გიყვარდეთ ერთმანეთი , არ გაუკეთოთ ცუდი თქვენს საყვარელ ადამიანებს , მოეფერეთ , ჩაეხუტეთ ბევრი ბედნიერებაა და სიხარული მიეცით მათ , მიუძღვენით მთელი თქვენი ცხოვრება , ეს ყოველივე გააკთეთ და ნამდვილი სიყვარული მოიპოვეთ ცხოვრებაში ..
მე მინდა გისურვოთ ერთადერთი რამ , გაგაჩნდეთ წრფელი და წმინდა "სიყვარული " ..
მე მინდა არასოდეს იყოთ მარტო დარჩენილი , ოთხ კედელსა და პატარა ქოხთან ერთად რომელიც უამრავ მოგონებას იტევს თქვენი სიყვარულის შესახებ .. და თუ ასე არ მოხდა მინდა ყველას გამძლეობა გისურვოოთ !!!✞´ .❤ .✞
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 53