იცით მიჭირს... ოცნებაც კი მიჭირს... ძალიან ბევრი ცუდი ვნახე, ძალიან ბევრი ვიბრძოლე... ვიბძოდი ჩემი ბედნიერების შესაქმნელად მაგრამ საბოლოვოდ მეც დავნებდი.. დავნებდი ცხოვრებას და ვგრძნობ, რომ დღითიღე მიმძიმს აქ გაჩერება... ყველა და ყველაფერი გაუფერულდა, ყველაფერს აზრი ეკარგება... მზეც კი აღარ კაშკაშებს ისე როგორც ადრე, ადრე ყველაფერი სხვაგავრად იყო.. დილით გავიღვიძებდი თუ არა ფანჯარას გამოვაღებდი და ჩავისუნთქავდი განთიადის მსუბუქ ჰაერს, მაშინ ყოველი დღე რაღაც სხვანაირი იმედით მათენდებოდა.. ახლა? ახლა უიმედოდ ვახელ თვალებს, თითქოს უკვე ყველაფერი ვნახე ამ ცხოვრებაში... არადა მე ხომ ბედნიერებაც არ ვიცი რა არის.. ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცი მაგრამ ადამიანს ხომ უნდა ქონდეს სურვილი ყველაპრის გაგების ყოველი წამით დატკბობის მე ეს არ მეხება მე მგონი ადამიანიც აღარ ვარ... ვარსებობ იმ იმედით რომ ოდესმე ჩემთვის სამუდამოდ დაღამდება და მეც დავისვენებ... ხო ვხვდები რომ ძალიან არეულად ვწერ მაგრამ მინდა ყველა სიტყვაში იგრძნობოდეს თუ მე როგორ ვარ ამ წუთას.. იმასაც ვხვდები რომ თქვენ ამას ვერასოდეს ვერ იგრძნობთ... ალბათ მეც ეს მიიოლებს წერას, არ მინდა ჩემი სევდა ვინმეს მოვახვიო თავს მინდა რომ ყველას მხიარული ვახსოვდე და არა დეპრესიული, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული და გულჩათხრობილი... და ბოლოს იგივე ფრაზით დავამტავრებ წერას რითიც დავიწყე... იცით დავიღალე?!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 306
უკაცრავად,
...Ещёმომიტევეთ სითავხედე,
ალბათ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით?
სულ ვერაფერს მოგაგონებთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო....
რატომ შეკრთით ?
ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ,თუმც თვალები
ძველებურად მეამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ,რას ვაკეთებ რად არ მკითხავთ?
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით ,რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო!
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ,რა საჩუქარს ელით ბოლოს?
მენანებით ლოდინით და ფიქრით დაღლილს
სიბერეც რომ შეგპარვიათ ქალბატონო....
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით,მიმანიშნეთ არ დამზოგოთ.
საკუთარ
უკაცრავად,
მომიტევეთ სითავხედე,

საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ,
სინანული გვიანია ქალბატონო...
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ბევრი დადის ლუკმა პურის სამათხოვროდ,
არ მოგწყინდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
დრო დაგვიდგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოვიხრი ამ წუთების სამახსოვროდ
გახსოვთ,ერთ დროს თვალს რომ ვეღარ გაშორებდით?
ახლა კიდევ - რა გატირებთ ქალბატონო?
თუ გიყვარდით,მიპასუხეთ რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ - პატრონი თუ საპატრონო?
მომიტევეთ...
ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და...
სახლამდე მიგაცილებთ,ქალბატონო!
შენს გარდა სხვა რას გაიგებს როდის რა ფიქრი მაწვალებს....
ღმერთო შენსავით ვინ შეძლებს დარდის ატანა მასწავლოს,
მხოლოდ შენ შეგწევს ძალა, რომ მუდამ სწორი გზით მატარო...
ყოველთვის როცა ცუდად ვარ მოგიხმობ....ღმერთო მჭირდები,
ვგრძნობ რომ მაშინვე ჩემთან ხარ რადგან იმედით ვივსები...
ვიცი ბევრს ვცოდავ და მაინც, ცოდვილს არასდროს უარმყოფ,
და ამისათვის ყოველთვის, ყოველთვის გმადლობ უფალო.
მოვწყდე ამ ცხოვრებას, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის
ვცოცხლობ... მინდა დავივიწყო დედამიწის განცდები და ფიქრები, მაგრამ ვერ
ვბედავ... სიცოცხლე მაწვალებს, მაგრამ მაინც ვიბრძვი მისთვის!.. პრობლემები
მაქვს, თუმცა არ ვიმჩნევ! ამაყი ვარ, ამაყი ვარ და ჩემს დარდს არავის
ვახვევ თავზე! ბილიკს ვერ ვხედავ მომავლისაკენ, მაგრამ მე ვიკვლევ... ვეძებ
მომავალს პრობლემის გარეშე, თუმცა მას უპრობლემოდ აზრი აღარ აქვს...
სიზმრებში მოდიან ნანატრი წუთები და მე კი სამყარო მაწვალებს, გულს
მიღრღნის!!!... კართან რომ მოხვალთ ნუ დააკაკუნებთ! არ გამაღვიძოთ სამყარო
მტკივა!...
დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს. ხომ შეიძლება მომავლის
გარდა, გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ დათვრე
და დარდი ამოიმღერო. ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს, მერე უბრალო შუქი
გამოდგეს. ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ, გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად, გძულდეს და მაინც
გიყვარდეს ძლიერ, ეს ყველაფერი ხომ შეიძლება? მაგრამ რატომღაც გულშივე
ვმალავთ, გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს, მერე ეჭვები არ გვაძინებენ და
ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ. და მიდის ასე ცხოვრების ეტლი, გრძნობ ამ
ტაატში ყველა მგზავრია, ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით, გვიხარია და
არ გვიხარია.. ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო, წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ, შენი ცხოვრების ყველა სისწორე თქმულს
მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ, ცამდე მართალმა ვერ იმართალო, სიბრძნის
კოშკამდე ისე მიხვიდე, რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ. ხომ შეიძლება
ეტრფოდე იებს და ენძელ...Ещёხომ შეიძლება სხვა იცინოდეს შენ კი არადა არ გაგეცინოს, ხომ შეიძლება
დაგღალოს დღემ და ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს. ხომ შეიძლება მომავლის
გარდა, გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო, სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ დათვრე
და დარდი ამოიმღერო. ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს, მერე უბრალო შუქი
გამოდგეს. ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ, გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად, გძულდეს და მაინც
გიყვარდეს ძლიერ, ეს ყველაფერი ხომ შეიძლება? მაგრამ რატომღაც გულშივე
ვმალავთ, გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს, მერე ეჭვები არ გვაძინებენ და
ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ. და მიდის ასე ცხოვრების ეტლი, გრძნობ ამ
ტაატში ყველა მგზავრია, ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით, გვიხარია და
არ გვიხარია.. ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო, წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ, შენი ცხოვრების ყველა სისწორე თქმულს
მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ, ცამდე მართალმა ვერ იმართალო, სიბრძნის
კოშკამდე ისე მიხვიდე, რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ. ხომ შეიძლება
ეტრფოდე იებს და ენძელების იქცე ძიებად, გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება? ..მორის ფოცხიშვილი.