შეცდომამ სააკაშვილის პირველი დაკავებისთანავე იჩინა თავი, როცა ის საბადრაგო მიკროავტობუსში იმდენად ცუდად გახდა, რომ ბადრაგი პანიკაში ჩავარდა.
პოროშენკოსთან ხანმოკლე დათათბირების შემდეგ ლუცენკომ განკარგულება გასცა, პატიმარი გაეთავისუფლებინათ.
ასე რომ, სააკაშვილი მის მხარდამჭერებს კი არ გაუთავისუფლებიათ _ ბადრაგმა გაუშვა.
სააკაშვილი როცა მეორედ დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს, მას ავადმყოფობის იგივე ნიშნები გაუმეორდა, რაც საბადრაგო ავტომანქანაში დაემართა.
ოთხჯერ გახდა საჭირო სასწრაფოს გამოძახება, თუმცა პაციენტის დაშოშმინება მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებები არ მისცეს.
ექიმების დასკვნით, სააკაშვილის ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია და არა ციხეში.
სააკაშვილი ციხისთვის უვარგისი კაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ზოგადად, უვარგისი კაცია.
ექიმებისვე დასკვნით, სააკაშვილის ფსიქიკაზე გამანადგურებლად მოქმედებს ჩაკეტილ სივრცეში მოთავსება. ამ დროს ის აბსოლუტურად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და პანიკური შიშით შეპყრობილი იმ ნადირს ემსგავსება, რომელიც გალიაში ჩაკეტეს.
პოროშენკოს, ალბათ, ჭორად კი ჰქონდა გაგონილი, რომ სააკაშვილი ალაგ-ალაგ ცოტას ურიკინებდა მაგრამ, როგორც ჩანს, მას ვერ წარმოედგინა, რომ კაცი, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ასე დანგრეული ექნებოდა ფსიქიკა.
როგორც ამბობენ, პოროშენკო შოკში ჩავარდა, როცა ფირზე დაფიქსირებული ის კადრები აჩვენეს, სადაც სააკაშვილის იზოლატორში ყოფნის მომენტებია აღბეჭდილი.
ეს ფირი, რა თქმა უნდა, საიმედოდ არის შენახული და საჭიროების შემთხვევაში, მას აუცილებლად ანახებენ იმ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, რომელსაც სააკაშვილის მისამართით ჯერ კიდევ რაღაც ილუზიები და ცრუ წარმოდგენები გააჩნია.
ვფიქრობთ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უკრაინის უშიშროების სამსახურის იზოლატორში დამთავრდა, ისე, როგორც დამთავრდა მისი გმირად წარმოჩენის ტრაგიკომიკური მცდელობები.
სააკაშვილის უშიშრობა და შეუპოვრობა მისი გმირული ხასიათით კი არ არის განპირობებული, არამედ ეს არის პარანოიკული ენერგიის მოზღვავების გამოხატულება, რომელიც მერე პათოლოგიური შიშით და დეპრესიით იცვლება.ის, რაც არ იცოდა პოროშენკომ, ცხადია, შესანიშნავად იციან სააკაშვილის ახლობელმა ადამიანებმა. მათ ისიც დაზუსტებით იცოდნენ, რას მოიმოქმედებდა და რა დაემართებოდა დაპატიმრებულ სააკაშვილს.მათ იცოდნენ, რომ ამ დაპატიმრებით ფარდა აეხდებოდა დიდ საიდუმლოს _ გმირად და დემოკრატიის შუქურად აღიარებული სააკაშვილი ფსიქიკურად შერყეული ერთი ავადმყოფი კაცია, რომელსაც ახალ-ახალი `გმირობებისკენ~ წაქეზება კი არა, შველა და დახმარება სჭირდება.
სააკაშვილის პარანოიდული შეტევების შედეგები საკუთარ ზურგზე აქვთ ნაწვნევი მის ძალოვანი უწყებების მინისტრებს, რომლებსაც უძილობით გატანჯული, ჰალუცინაციებით დამფრთხალი სააკაშვილი შუაღამისას წამოყრიდა ხოლმე საწოლებიდან, რომ მათ გარემოცვაში უფრო უსაფრთხოდ და დაცულად ეგრძნო თავი.
თავადაც ავანტიურისტი და ყველაფერზე წამსვლელი სააკაშვილის ზურგს უკან მასზე დიდი ავანტიურისტების და საერთაშორისო მასშტაბის `რაზბოინიკების~ აჩრდილები ილანდება, რომლებიც, ადრე თუ გვიან, სააკაშვილს აუცილებლად შეიწირავენ.
იცის ეს სააკაშვილმაც, მაგრამ არც მას და არც მის გულწრფელ გულშემატკივრებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ _ სააკაშვილი ის ყუმბარაა, რომელიც ზარბაზნის ლულიდან უკვე გამოისროლეს და სამიზნისკენ მიმართეს…მინაწერი: პეჩორის რაიონის მოსამართლემ ციხისთვის `დაბრაკული~ სააკაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა, რასაც `ნაცებისა~ და მათი მხარდამჭერების აჟიოტაჟი და ღრიანცელი მოჰყვა.
`ნაცებო~ და `ნაცების~ მხარდამჭერებო, სულ ტყუილად გიხარიათ, რაც გიხარიათ და ბედნიერებისგან ფრთაშესხმული სულ ტყუილად უვლით დავლურს.
ერთადერთი, რაც მართლა უნდა გიხაროდეთ ისაა, რომ თქვენი გაბანძებული ბელადისთვის `პერედაჩების~ ზიდვა უკრაინაში არ მოგიწევთ და აქვე, `მატროსოვის~ ციხეში, მიუცუნცულებთ ხოლმე.
აი, ეს გაგრძელება და ფინალი აქვს მოსამართლე სოკოლის განაჩენს.
თქვენ კი ვერაფერს მიმხვდარხართ და გიხარიათ…
გიხარიათ და გიხაროდეთ, აი, დარდი…
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 42
მოდის მიშა შეხვდით ზოგმა ხელგაშლილი ზოგმა ფეხებგაშლილი.მისი იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა ვისაც გაქვთ