Предыдущая публикация
მომილოცნია!
ვინ არ დაწერა
ღამეზე ლექსი,
ვის დაეზარა
მთვარის სონეტი.
მოუხიბლიხარ?
კვირტების ფეთქვას
კითხვას ნუ დასვამ-
რისთვის მოხვედი!
თეთრ ღრუბლებზე
ხომ გინავარდია,
მთა აზიდული
ცამდე გინახავს...
მთაწმინდის
რიჟრაჟს შეგებებიხარ
დაფიქრებულხარ
რა ხარ,ვინა ხარ?
ხომ ჩაგივლია
ერთხელ მეტეხთან,
სიონის კართან
ხომ გილოცია!
დაბადებულხარ
ადამიანად
და ქართველობაც
მომილოცნია.
თ.რუხელი.
15.03.19.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2