საქართველოს სიდიადეს,
მის მთებსა და კლდის ნაპრალებს,
უფლის თვალი დარაჯობს და
მუდამ რწმენა აელვარებს.
ჩვენს ცასა და მწვანე მდელოს,
წიწვნარებს და მუხის ჩეროს,
ცად აზიდულ თეთრ მწვერვალებს,
თერგის ღრიალს, სასიმღეროს,
საქრთველოს ძვალ-ხერხემალს,
ჯილაგსა და ლერწმის ღეროს,
ვინც ბერობს და ვინც კი ერობს,
ვისაც უყვარს საქართველო
მისთვის გულში მუდამ დღეობს.
არწივივით ვინც ნავარდობს
ვინც არასდროს გაიძვერობს,
ვისაც გული მკერდში უძგერს,
ზვიადობს და აღარ ღრეობს,
ვინც ხვალისთვის ხნავს და თესავს,
იმედის თესლს ხალხში ლესავს,
არიგებს და არვის არ რყვნის,
არასდროს არ დაიკვნესავს.
საქართველოს გაუმარჯოს!
გაუმარჯოს მუდამ ზე'სვლას!
ვისაც ასე აღარ აწყობს
ის მომავლის იმედს გესლავს.
საქართველოს გაუმარჯოს!
ჩვენს მერმისს და გმირულ ძველსაც!
თ.რუხელი.
26.01.19.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев