Предыдущая публикация
ჩემი ფიქრი
შენს ფეხთა ქვეშ იდო,
ვერ ამჩნევდი,
ფეხიც დააბიჯე.
მონატრება
შენსკენ მაგელვებდა
ადექი და
მასაც გაემიჯნე.
რა ლამაზად
თოვდა შარშან გახსოვს?!
წელს ფანტელებს
მოერია წვიმა.
ქარბუქია,-
მე ფანჯრიდან ვამჩნევ,
ვატყობ სულში
დარდად შემომივა.
შენთან ალბათ
მზე მზესავით მზეობს,
განებივრებს
მთვარე, ღამის ვნებით.
გახსოვს? შარშან
როგორ გავაღრმავეთ
სიყვარული
თბილი მოფერებით.
...მე ავიტან
აქაურ სუსხს,თოვლჭყაპს.
აქაც ყვავის,
სკდება ატმის კვირტი.
მთავარია
არ დავნებდე გრიგალს
ამიტომაც
სიცოცხლისკენ ვილტვი!
თ.რუხელი.
18.01.19.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1