Предыдущая публикация
ნუ მიეცემი სევდას,
კარი გაუღე იმედს.
დღეს შეეგებე ისე
სიცოცხლე სითბოს გგვრიდეს.
გულში ახარე კვირტად-
სიყვარული და რწმენა.
უფალს მიენდე...მან ხომ
შენ დაგანახა თმენა.
იხარე ...დადგა წელი,
ახალი იმედები.
გწამდეს ხვალ უკეთესად
დღეისზე უკეთ ხდები
გამოიზამთრე...იგრძნობ,
ავდარს შეგიცვლის დარი.
მთები შეგასხამს ფრთებს და
წყლულს მოგიშუშებს ბარი.
თ.რუხელი.
02.01.19.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев