ვით ჩემი ჯიბე,
მაგრამ რას ვიზამ
აღარ მეკვრის
ბოღმა, წუწუნი.
ზოგჯერ ფილტრიან
სიგარეტსაც ვერ ავუდივარ,
მაგრამ რას ვიზამ
მუდამ გვერდით
მიდევს თუთუნი.
იგი პოეტობს
ვინც სადაა...
ხელმისაწვდომი,
ვინც კეთილია
ბოროტება აღარ აცხია.
ვისაც ფრაკისთვის
საყიდელად
ფული არ ყოფნის
და მამაპაპის
გაცვეთილი ჩოხა აცვია.
პოეტის ლექსი
ლავა არის,
გადმომდინარე,
თვით პოეტი კი
ფუძიამა,
ჩაუქრობელი.
ირგვლივ ბუნება
მისი გულის
ტოკვის საბაბი,
მიწის სურნელი
შთაგონების
დედამშობელი.
პოეტი ზეცის
გზავნილია
ცოდვილ მიწაზე,
ხმა მიაწვდინოს,
წინ აღუდგეს
მანკიერ ძალებს.
მონად უდგანან
მშობელ მამულს,
საყვარელ მიწას...
მუდამ უმღერენ
მზეთუნახავ,
ფარშევანგ ქალებს.
''ჩემი მამული
დიდების ღირსი...''
აი რა არის
მისთვის მთავარი.
მას მიწა-წყალის
ტკივილი თუთქავს,
ვით ტანზე
ჯინჭრის გამონაყარი.
...დიახ,პოეტი
ასეთი არის,
გულით არასდროს
აღარ ბერდება.
სანამდის ცოცხლობს
კაცობს და მერე
მარადისობას
შეუერთდება.
თ.რუხელი.
15.12.18.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5
ასეთი არის,
გულით არასდროს
აღარ ბერდება.
სანამდის ცოცხლობს
კაცობს და მერე
მარადისობას
შეუერთდება.