Предыдущая публикация
მე ვხატავ,როგორც გული მკარნახობს,
როგორც პოეტებს კალმით სჩვევია.
როცა ვუყურებ ამ სილამაზეს,
მთელი სამყარო ვფიქრობ ჩემია.
ვხატავ და ვხატავ...თმაგაშლილ გოგოს,
იდუმალება დასდებია.
საოცარ ფერებს შობენ მხატვრები
და ამიტომაც აღარ კვდებიან.
გულს მიკეტავენ მისი თვალები,
მაგრამ მისი თუ მიმიხვდებიან.
ო,როგორ მინდა ის ჩახუტება
არაგვი მტკვართან რომ ერთდებიან.
...თვალებს ვუკოცნი,ვეალერსები,
ისაა ჩემი სუნთქვის შემვსები.
ვხატავ,ვხატავ და ვეჩურჩულები:
ღვინის ქვევრივით, ისევ მევსები.
....და თუ იტყვიან ჩემზე- გაგიჟდა,
არც კი მადარდებს მწარე გესლები.
მერე რა იყო... ოღონც მან მითხარს,-
გულში მაჭრდება შენი ლექსები!
თ.რუხელი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2