ხვალინდელი დღის უიმედობა.
რომ დააკვირდები, ყველა საქართველოს გადამრჩენია,როცა სკამებისთვის იბრძვიან...იმდენი უცხონდათ სინდის-ნამუსი!
არ მეგულება დღეს საქართველოში გამოკვეთილი პიროვნება ვინც საქართველოს ჭეშმარიტი გზით ატარებს და შეიძლება არცაა კიეც დაბადებული.
თქვით ვინაა?!
ოღონც ისეთი კუდი არსად ქონდეს გასვრილი და იყოს საქართველოზე და ხალხზე მზრუნველი.
რუსებს(მხედველობაში მყავს ქართველმოძულე ადამიანები),''აი და პუშკინ,აი და სუკინ სინ''-ებს ალბათ კიდევ დიდხანს დავაბრალებთ ჩვენს გასაჭირს.მაგრამ ჩვენ რა გვჭირს-ერთმანეთის ჭამით რომ ვერ ვძღებით!!!
ჩვენ იმასაც ვერ ვგრძნობთ მავნე მწერებით და სხვადასხვა ჭირით რომ ვიწამლებით და ვიღუპებით. არც კი ვიცით საიდან მოვიდა,ვინ შემოგვისია.სადაა სახელმწიფო საქმით დკავებული ვინმე პოლიტიკოსი,ვისაც საქართველოს ხვალინდელი დღე აწუხებდეს.
...დროა ერთმანეთის ჭამის??!!
ღმერთო, მიეცი უბრალო ხალხს საშველი და თვითონ ისინი გააძღე ერთმანეთის ჭამით ვისაც ხალხზე და სახელმწიფოზე მზრუნველობა აკისრია,ხალხს და სახელმწიფოს რომ არ შეეხოს ისე.
***
მიყვარს- ჩემი საქართველო,
გორი,მცხეთა... თბილისი;
მთაწმინდიდან წმინდა წვეთად
წამოსული აქ ნისლი.
ღმერთო,ქართველს მიეც ძალა!
კვლავ იპოვოს ადგილი...
ეს არასდროს,არც ერთ დროში,
არ ყოფილა ადვილი.
დანგრეულის კვლავ შენება,
ჩვენ ოდითგან გვჩვევია,
ალგეთობას დღეს ლეკვები
ისევ მისაჩვევია!
მე ვინ მკითხავს,შენ ვინ გისმენს,
თავად ბრძენთა ბრძენია.
საქართველო ბაბუამისს
თითქოს შეუძენია.
ამ ქაოსში,ამ დუხჭირში,
ვერ ვგრძნობთ, როგორ გვენძრევა!
ბაზალეთის ტბაზე არტახს
უჭერენ,მას ეძნელა...
მტერი ისე გათამამდა-
ჩვენს ერთურთის ჭამაში...
არ ჭირდება ჩვენთან ბრძოლა,
ყოფნის ცეკვა-თამაში.
ამირანად თავი მიგვაქვს,
ვართ უფრო აყლაყუდა.
ქვას ვაგდებთ და თავს მას ვუშვერთ,
მტერიც რომ... გაიგუდა.
პარტიები,ალიანსი...
ხალხს მოსძულდა ყოველი.
არავისი აღარ მჯერა!
მარტო უფალს მოველი!
თ.რუხელი.
24.09.17.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев