Предыдущая публикация
/გიზოს/
დღეს ჩემს თვალებზე მწუხრის ცრემლია,
მწუხრის რომელსაც არც კი ველოდი.
ნეტავი გვერდით ვყოფილვიყავი
ხომ შეიძლება მივშველებოდი.
...ჩაუბერავდი უზომოდ ჰაერს,
იმ წუთს ის ალბათ მას სჭირდებოდა.
ჩემი ჩასუნთქვა, როგორც ღვიძლი ძმის,
გადასარჩენად გამოდგებოდა.
ვერ მივუსწარი,ვერ ვუმკურნალე,
ღმერთო! თქვი- რა რიგ დამაგვიანდა.
მე რომ ვიხილე ის ცივი იყო,
მაგრამ ის მაინც ანგელოზს გავდა.
მე ხელით მყავდა ის ნატარები,
რა ვქნა მის ალერსს მუდამ ჩვეულმა!
მას უნდა ეგრძნო რაც მე ვიგრძენი
მის გულის ფიცარს გადახვეულმა.
ეხ, უსამართლო, წუთისოფელო!
შენ რას გადარდებს სხვისი დარდები.
მიწავ,მშობელო, თბილად მიიღე
და არ მოაკლო ია-ვარდები!
თ.რუხელი.
16.02.17.
#თრუხელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14
მწუხრის რომელსაც არც კი ველოდი.
ნეტავი გვერდით ვყოფილვიყავი
ხომ შეიძლება მივშველებოდი. Tqveni leqsis TiToeuli sityva cremlis momgvrelia Chemo kargo,mageam am kupletis wakitxvam chemi tavi damanaxa,mec minoda chemi mamikos lamaz sxeuls shevxebodi da movferebodi,ufro metic verc davitire misi cxedari,,kargad mesmis tqveni mware dgeeebi chemo kargo