არასოდეს გამომდის. რადგან ისეთი განწყობით ვიწყებ, რომ მერე სულ ერთია. მართლა არ მიყვარს, მაგრამ ახლა რომ არ დაგწერო, სულ მთლიანად წამეშლები ქვეცნობიერიდან (ცნობიერში უკვე აღარ არსებობ დიდი ხანია). ეს კი არ მინდა. ვცდილობ აღვიდგინო შენი სხეული, სიმაღლე, კანის ფერი, თმა, ცხვირ-პირი და ფოტორობოტივით აგაწყო მეხსიერებაში. მერე ვიღებ ფანქარს და ვთხოვ, დამეხმაროს შენს დაწერაში. უნდა შევძლო. უნდა დაგწერო, რომ მერე, როცა მეხსიერებიდან საბოლოოდ ამომეშლები, შპარგალკასავით წაგიკითხო, გადმოგიწერო, აღგიდგინო.
ძალიან მომენატრე. ასეთი გულწრფელი ერთხელ მაინც რომ ვყოფილიყავი ალბათ ახლა ამის წერა არ მომიწევდა და ისევ გვერქმეოდა შეყვარებულები. მაგრამ ვერ ვიტან იმაზე ფიქრს, რაც არ ყოფილა და თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. სისულელეა და მდიდარ ფანტაზიას მოითხოვს. არადა შენც იცი გულწრფელი ვიყავი ყოველთვის. მაგრამ არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი, რომ უფრო მეტი გულწრფელობაც შეიძლებოდა. მაგალითად, ასეთი. ხედავ?! თანდათან გამომდის შენზე წერა. ეს ჩემი ყველაზე უსინდისო საქციელია ამ ოცდაერთი წლის მანძილზე, რაც ჯერ კიდევ ჩვილის ბორძიკით დავბოდიალობ ამ პლანეტაზე და ვერაფერი გამიგია ფიზიკის კანონებისა: ხახუნის ძალა, გრავიტაცია, რადიაცია, ირადიაცია და საერთოდ გაუგებარი ვარ. თან, როგორც უკვე ვთქვი უსინდისო გაუგებარი. მაგრამ, ის უფრო უსინდისობა (ან დისკომფორტი) იქნებოდა, რომ არ მეთქვა, მენატრები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев