მზემ გაიღიმოს განთიადზე.- ღიმილს ნუ უშლი!
შენ და მზეს ერთად გაღიმება როგორ გიხდებათ!
როცა უშენოდ აყვავდება თბილისში ნუში ,
აყვავებული ტოტებიდან გამოიხედავ.
მე ვიმეგობრებ მეიდანზე კურტნის მუშებთან
მეც ხომ მათსავით ზურგით დამაქვს ტვირთის კურტანი.
დამძიმებული , სევდიანი მივალ ნუშებთან,
არ შემეცილოს სიყვარულში ვინმე მურდალი .
ცვივა ყვავილის ფანტელები ქარში ნუშიდან.
ხაშის და არყის სუნი ასდით სამიკიტნოებს .
შენი სითბო და სიყვარული ისევ გულში მაქვს.
და ავაცეკვებ გულიანად ახლა კინტოებს.
სიტყვა მომეცი , არ აყვავდეს ნუში უშენოდ .
მთვარე ანათებს და გადადის ვიწრო ბოგირზე .
აქ უნდა დამხვდე , ნუშებს გვერდი რომ დაუმშვენო.
მეც სიტყვას გაძლევ , ლექსს არ დავვწერ ამგვარ მოტივზე .
p. s .
როცა უშენოდ აყვავდება თბილისში ნუში,
მაშინ მზის ღიმილს არ ჩააგდებ შენ აინუშში!
ალეკო ჩინჩალაძე . 19 . 09 . 20 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2